ბრიუსელში აზერბაიჯანის არმიის მხარდამჭერი უჩვეულო აქცია გაიმართა(ფოტო,ვიდეო)
ბელგიაში, ბრიუსელში აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენელმა ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოვლენები უჩვეულო ფორმით გააპროტესტა. მან სატვირთო მანქანა იქირავა და ზედ ელექტრონული ტაბლო დაამონტაჟა შემდეგი წარწერით: “სომხეთი გაერო-ს რეზოლუციებს არ იცავს”.
აზერბაიჯანის მოქალაქემ სატვირთო მანქანა, ბრიუსელის მოქალაქეებისა და ოფიციალური პირებისადმი მიმართვით, ევროპარლამენტის შენობიდან გაერო-ს შენობამდე გაატარა.
წყარო :https://report.ge/