საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტის პესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები