ფაშინიანი: აზერბაიჯანული მხარის ცოცხალი ძალის დანაკარგის 30% უცხო ქვეყნის დაქირავებული მებრძოლია
სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თურქეთმა გაწვრთნა და გადაისროლა მთიან ყარაბაღში ათასობით დაქირავებული მებრძოლი.
ამის შესახებ ფაშინიანმა Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ვიცით, რომ თურქეთმა გაწვრთნა და გადაისროლა მთიან ყარაბაღში სირიის ჩრდილოეთიდან ოკუპირებული რაიონებიდან ათასობით დაქირავებული მებრძოლი და ტერორისტი. ეს მებრძოლები და ტერორისტები დღეს სომხების წინააღმდეგ იბრძვიან. ბევრმა მათგანმა არც იცოდა, რატომ განათავსა თურქეთმა ისინი აზერბაიჯანში”, – თქვა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ერევნისთვის ცნობილია ასევე ის, რომ ეს დაქირავებული მებრძოლები ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ, რადგან მათი სამხედრო ფორმების ჯიბეებში შპრიცები და ნარკოტიკია ნაპოვნი.
“ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული მხარეს ცოცხალი ძალის დანაკარგის 30% უცხო ქვეყნიდან გადმოსროლილი დაქირავებულები წარმოადგენენ”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.