ან ლინდე: საქართველოს ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა

“საქართველოს ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა”, – ამის შესახებ შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე, შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„შვედეთი საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია. ამ ქვეყნის ძირითადი აქტივებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მედეგობისთვის”, – განაცხადა ან ლინდემ.

ლინდე მიესალმა ძალისხმევას საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი შეუწყოს მომავალი არჩევნებისთვის ეუთო/ოდირ-ის გეგმის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიას და აღნიშნა, რომ შვედი დამკვირვებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი განხორციელდება მსოფლიოში პანდემიის მიუხედავად.

„შვედეთი ხელს შეუწყობს პროცესს რამდენადაც ეს შესაძლებებელია. ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.

„კონფლიქტების რეზოლუცია ეუთო-ს რეგიონში იქნება ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულება. რა თქმა უნდა, იგულისხმება, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ეუთო-ს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით, ჩვენ შევეცდებით გადაწყვეტისაკენ მიახლოვდეს კონფლიქტი საქართველოში. დღეს, ჩვენ ასევე განვიხილეთ მოვლენების ძალიან შემაშფოთებელი განვითარებები მთიან ყარაბაღსა და ბელარუსში, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა ადამიანური, მათ შორის მშვიდობიანი მსხვერპლი. როგორც ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე, მე სრულად ვემხრობი მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებს და მათ მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამხედრო მოქმედებები და გაგრძელდეს მოლაპარაკებები რათა გამოინახოს კონფლიქტის მოგვარების მდგრადი გადაწყვეტილება,”- განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები