ყარაბაღთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში კიდევ 54 სომეხი სამხედრო დაიღუპა
ყარაბაღთან მიმდინარე საომარ მოქმედებებში კიდევ 54 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის მთავარსარდლის მოადგილემ, არტურ სარგსიანმა.
მისი თქმით, ჯამურად, 157 დაღუპულია, ასევე, ბევრი დაჭრილია, თუმცა, მათი რიცხვი არ ზუსტდება.
მისივე თქმით, რაც შეეხება ცხედრების გაცვლას, ამისთვის, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი, ამჟამად კი, ამის წინაპირობა არ არსებობს.
ასევე, სარგსიანის თქმით, გუშინ, მოწინააღმდეგის საარტილერიო დივიზია იქნა განადგურული, მისივე თქმით, აზერბაიჯანმა, სულ მცირე, 830 სამხედრო დაკარგა.
არტურ სარგსიანის თქმით, სომხებმა მოწინააღმდეგის 39 ჯავშანმანქანა, სუ-25-ის ტიპის 4 თვითმფრინავი, ასევე 3 – მი-24 და 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.