ნიკა ჭიკაიძის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, ნიკა ჭიკაიძის პოეტური კრებულის – „ქრისტეთის“ წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე თავად ავტორი ავრცელებს ინფორმაციას.
„მოგესალმებით, მეგობრებო! კვირას, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება ჩემი პოეტური კრებულის – “ქრისტეთის” წარდგენა!
ვისაც მოგწონთ ჩემი პოეზია და გაქვთ დრო და სურვილი პრეზენტაციაზე დასწრებისა, შეგიძლიათ ჩვეულებრივ მობრძანდეთ და დაესწროთ.
აქვე გექნებათ შესაძლებლობა , რომ შეიძინოთ ჩემი პოტური კრებული“, – წერს ნიკა ჭიკაიძე….