პრეზიდენტმა მსხვილი ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა მსხვილი ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიდეოზარის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც რეგიონში შექმნილი ვითარება და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების, ასევე, საქართველო-ისრაელის მჭიდრო კავშირების გაღრმავების საკითხები.
საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსათვის, განსაკუთრებით ამ საარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.