საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, საქართველოში ვირუსით 43 ადამიანია გარდაცვლილი.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 6 640 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები