ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგი ჩატარდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინფორმაციით, მუზეუმის არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიმდინარე წლის სექტემბერში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სოფელ ვარდგინეთში განხორციელდა მონიტორინგი: მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილეობდა: მონიტორინგის სპეციალისტი გიორგი ლაზარაშვილი, მონიტორინგი ჩატარდა შემდეგ ძეგლებზე:
1. ბორჯომის „ნუას ციხე“ – განვითარებული შუა საუკუნეები.
2. ბორჯომის (პლატოს ტერიტორია) პლატოს ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები.
3. სოფელ ვარდგინეთის „წმინდა გიორგის ეკლესია“ – გვიანი შუასაუკუნეები.