მაია ცქიტიშვილი: პირველ ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა ძალადობრივ რეჟიმზე

,,მინდა ჩვენს მოსახლეობას, ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს მივულოცო 1 ოქტომბერი, ეს არის დღე, როდესაც მოხდა მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები. 2012 წლის 1 ოქტომბერს, ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა იმ ძალადობრივ რეჟიმზე და განვითარების იმ გზაზე რომელსაც სთავაზობდა მაშინ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქვეყანას და აირჩია წინსვლის და დემოკრატიის გზა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქარყველოს” პროგრამის პრეზენტაციის შემდომ განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე, ხაზი გაუსვა ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიღწეულ შედეგებს და პროგრესს.

,,ის მაჩვენებლები, რიცხვები და ფაქტები რომლებიც ჩვენ დღეს წარვადგინეთ თითოეული მიმართულებით თვალსაჩინოა, რადგანაც ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გაიზარდა ინვესტიციები, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე განათლებაში, სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის ნაწილში, უკლებლივ ყველა სფეროში. თუმცა როდესაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გვესმის გარკვეული შედარებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესოა , რომ ეს რიცხვები და წარმატებები ასევე თვალსაჩინოდ შევადაროთ იმ მაჩვენებლებს რაც იყო, თუნდაც 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები