მაია ცქიტიშვილი: გუნდის განახლება დაგვეხმარება დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში

ეს იყო ერთის მხრივ 8 წლიანი პერიოდის ანგარიში და ასევე იმ პროგრამის, ხედვებისა და დაპირებების წარდგენა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ შემდგომი პერიოდისთვის-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას, არსებულ მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არანაკლებ შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმები აქვს, რასაც განახლებული გუნდი შეასრულებს.

„ამ ამოცანების შერულებისთვის, შემდგომი განვითარებისთვის იქნა წარდგენილი პროპორციული სიის სახით ჩვენი გუნდი. თქვენ საშუალება გქონდათ გენახათ ძალიან ბევრი ახალი სახე, ახალი ენერგია, პროფესიონალები, რომლებიც, ასევე თავთავიანთ დარგში გამოირჩევიან გარკვეული მიღწევებით. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდის განახლება დაგვეხმარება, დასახულ მიზნებს უფრო სწრაფად მივაღწიოთ“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები