“რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჯანდაცვაზე სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში – 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი”

„ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, – დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მმართველი გუნდი ჯერადობით გაცილებით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა:

„ქართული ოცნების” ხელისუფლება, ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა. სურათის ნათლად წარმოსაჩენად, მოდით, ისევ მოვიხმოთ სტატისტიკა და დავინახოთ განსხვავება:

რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჯანდაცვაზე სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში – 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი ანუ 3-ჯერ მეტი

ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის

ასევე გაიზარდა და პრაქტიკულად გაორმაგდა მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული

გაორმაგებულია პენსიაც და ზრდა მოხდება ყოველწლიურად

რასაკვირველია, არც ამ პროგრესს იმჩნევენ ჩვენი წინამორბედები, რომლებმაც ჯანდაცვის სფეროში ხალხს თავი მხოლოდ თავისი „ღიმილიანი საქართველოს” სამარცხვინო პროექტით დაამახსოვრეს. კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინიტრმა, „ქათმის გრიპად” ცნობილი პანდემიის დროს, თავი იმით გამოიჩინა, რომ ბედობა დღეს დაგვამშვიდა – არ იღელვოთ, მოსახლეობის მესამედი დაიხოცება ამ ვირუსითო. ისევე როგორც ხელნაწერები, არც ვიდეო-არქივები იწვის, და ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს ზემოთქმული”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები