პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

ცესკოს თავმჯდომარისთვის რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა, – ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ბოლო მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა. მათგან 2 ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა.

საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები