ალექსეი ნავალნი დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის.

„იცით, რომ სასამართლოში პროპაგანდისტების წინააღმდეგ საჩივარი ძალიან იშვიათად შემაქვს. უბრალოდ, დროის დაკარგვა არ მსურს. თუმცა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჩინოვნიკისგან განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნიმ ასევე მოითხოვა, რომ ის მტკიცებულებები გამოქვეყნდეს, რომელიც მის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტებთან მუშაობას ადასტურებს.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნისთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები