გიორგი ვოლსკი: საზოგადოება გამოსავალს ხედავს იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც სტაბილურობა უზრუნველყო

„საზოგადოება, პრობლემების მიუხედავად, გამოსავალს ხედავს იმ პარტიაში, იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც უზრუნველყო სტაბილურობა და, მიუხედავად იმ უზარმაზარი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით, რომ განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები“, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლებამ ოპოზიციის დაპირისპირებისა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე მიაღწია და აღნიშნა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ეს მიმართულებები კვლავ გაგრძელდება.

„ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. ჩვენ გვინდა სტაბილურობა და განვითარების იმ რესურსის გამოყენება, რომელიც საქართველოს აქვს. ამ ხნის განმავლობაში, შიდა, საკმაოდ მძიმე და ხშირ შემთხვევაში მავნებლური დაპირისპირების მანერისა, რაც ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს და ამხელა უარყოფითი ენერგიისა, რომელიც მსოფლიოში დაგროვდა, ჩვენ მაინც შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება და სამშვიდობოს გასვლა. ეს მიმართულებები გაგრძელდება. ჩვენ გავანახევრეთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანთა რაოდენობა, ხელფასი დავუნიშნეთ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, შევქმენით უშველებელი სოციალური პაკეტი, მაგრამ რეალურად მემკვიდრეობის სიმძიმე არ გვაძლევს საშუალებას, რომ კმაყოფილები ვიყოთ. მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება, პრობლემების მიუხედავად, გამოსავალს ხედავს იმ პარტიაში, იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც უზრუნველყო სტაბილურობა და მიუხედავად იმ უზარმაზარი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით,  განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები. სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, განათლებით დამთვრებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები