დავით ზალკალიანი: ის პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ნატო-სთან, განსაკუთრებით აქტუალურია შავი ზღვის მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.

„შავი ზღვა მართლაც სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. სწორედ ის პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-სთან, განსაკუთრებით აქტუალურია შავი ზღვის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტები და, ასევე, ერთობლივი ნატო-საქართველოს პაკეტის განახლება, თავისი ფორმითა და მასშტაბებით, რაც დღეს დღის წესრიგში დგას”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ გახშირდება საქართველოს პორტებში ნატო-ს ხომალდების შემოსვლა, გახშირდება ასევე წვრთნები და ინფორმაციის გაცვლა ნატოელ პარტნიორებთან, რაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები