ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯთან დაკავშირებით სააკაშვილმა თქვა, 70-80 მილიონი მაქვს აღებულიო, ამ ადამიანებს იმდენი რამ აქვთ გაფუჭებული, შეიძლება, ყველაფერი დასაჯერებელი იყოს

“მე ერთადერთი, რაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 70-80 მილიონი მაქვს აღებული ამ საქმეშიო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხის პოლიტიზებას ოპონენტები ცდილობენ.

„მე ერთადერთი, რაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 70-80 მილიონი მაქვს აღებული ამ საქმეშიო და იმდენი რამე აქვთ გაფუჭებული ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი შეიძლება, იყოს დასაჯერებელი მათი მხრიდან. 20% ჩააბარეს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციას, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და ამ სიტუაციაში ნებისმიერი სხვა დანაშაული არცერთი არ არის, ბუნებრივია, გასაკვირი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თვითონ იბრალებს მიხეილ სააკაშვილი 70 – 80 მილიონის აღებას ამ საქმეში“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები