კრემლში, მოწამვლასთან დაკავშირებით, ნავალნის ბრალდებას უპასუხეს

“ალექსი ნავალნის ბრალდება ვლადიმერ პუტინის მისამართით  უსაფუძვლო და დაუშვებელია”, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

მეტიც, პესკოვის თქმით, ისინი შეურაცხმყოფელია.

“აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია და მიუღებელი.  გვსურს, გამოვიძიოთ ინციდენტი, რომელიც ბერლინის პაციენტს უკავშირდება და მომხდარის მიზეზი დავადგინოთ. ამისთვის გვჭირდება ინფორმაციის მიღება იმათგან, რომლებმაც მის ანალიზებში მოწამვლის კვალი იპოვა”, – თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, ნავალნის განცხადებები, რომ ის გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში აპირებს დაბრუნებას – გმირობა არ არის.

20 აგვისტოს “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით მოწამლულმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ Der Spiegel-თან ​საუბარში თქვა, რომ მისი მოწამვლის უკან პუტინი დგას.

ასევე, პოლიტიკოსმა თქვა, რომ შიში არ აქვს და რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.

“ჩემი ამოცანაა – დავრჩე უშიშარი და შიში არ მაქვს!”, – თქვა მან და მოწამვლის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა – “არავითარ ტკივილს არ განიცდი, მაგრამ იცი, რომ კვდები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები