სომხეთის მტკიცებით, გამოავლინეს სომეხი ჯაშუში, რომელიც აზერბაიჯანს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე აწვდიდა

სომხეთმა აზერბაიჯანის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში გამოავლინა, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

სომხეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, აღნიშნული პირი უწყებაში საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და ბაქოს გადასცემდა.

უწყების მტკიცებით, ბრალდებული აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა საქართველოს ტერიტორიაზე გამოავლინეს, შემდგომ, გადაიბირეს და მას აძლევდნენ დავალებას, ინფორმაცია შეეგროვებინა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის შეიარაღების შესახებ.

“აღნიშნული პირი პერიოდულად ჩადიოდა საქართველოში, სადაც მოპოვებულ ინფორმაციას “კურატორებს” გადასცემდა”, – ნათქვამია სომხეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, მამაკაცს ბრალად სახელმწიფო ღალატი ედება, ის დაკავებულია.

მისი სახლის ჩხრეკისას  სომხეთის სამართალდამცველებმა ყუმბარები, ტყვიები, ასევე, ისეთი სამხედრო ინფორმაცია ამოიღეს, რომელიც დღემდე აქტუალური, მათ შორის, დოკუმენტების იშვიათი ასლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები