ალექსეი ნავალნი იხსენებს, თუ რას განიცდიდა მოწამვლისას და აცხადებს, რომ ის პუტინმა მოწამლა
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დგას.
ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ვამტკიცებ, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას, მომხდარის სხვა ვერსიები არ მაქვს”, – თქვა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, მას შიში არ აქვს, ამიტომ, რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.
“ჩემი ამოცანაა – დავრჩე უშიშარი და შიში არ მაქვს!”, – თქვა მან და მოწამვლის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა – “არავითარ ტკივილს არ განიცდი, მაგრამ იცი, რომ კვდები”.