დღეიდან თბილისში თანდათანობით დათბება

ცივი ჰაერის მასები, რომელიც საქართველოში კასპიის ზღვის ჩრდილო აღმოსავლეთიდან შემოედინებოდა, დღეიდან მიმართულებას შეიცვლის და თანდათან დათბება – ამის შესახებ „კვირას“ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, დღეიდან მზის სხივები გააქტიურდება და მთელ საქართველოში თანდათან დათბება.
გვაზავას ინფორმაციით, მზის სხივების გააქტიურების მიუხედავად, ყინვები ღამით ყველგან, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში შენარჩუნდება.
„საქართველოს მთიან რეგიონებში ღამით ყინვები კვლავ გაგრძელდება, ტემპერატურა – 22-27 გრადუსამდე დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამის ყინვები -10-15 გრადუსამდე შენარჩუნდება. დღის ტემპერატურა თბილისში -1+2 გრადუსამდე აიწევს. ამინდი კი უმეტესად უნალექო იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით -3-4 გრადუსი აღინიშნება, დღისით +3+8 გრადუსამდე დათბება“, – აცხადებს დოდო გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები