ერევანი სააკაშვილის დასჯას აპირებს
სომხეთის განათლების მინისტრმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გაკეთებული განცხადების გამო, აღნიშნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას.
სომხეთის გაღიზიანება გამოიწვია სააკაშვილის განცხადება, რომელშიც ის აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას უცხადებს მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.