სომხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატებაა
სომხეთში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატებაა. ბოლო ერთ დღეში 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 50 359 დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 4 პაციენტი ემსხვერპლა და, ჯამურად, 963 გარდაცვლილია.
ასევე, განკურნებულთა რიცხვი 44 219 აღწევს, სტაციონარში 5 370 პაციენტია.
სომხეთში 2021 წლის 11 იანვრამდე ე.წ. ნიღბის ტარების რეჟიმი მოქმედებს.