მთიანი ყარაბაღი: აზერბაიჯანმა 30 სექტემბერს 130 ჯარისკაცი დაკარგა
თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა, სურენ სარუმიანმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერს ბრძოლის ველზე 130 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 260 დაშავდა, ასევე, დაკარგა სხვადასხვა ტიპის 29 ჯავშანმანქანა.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 3 მძიმე სისტემა და 13 უპილოტო საფრენი აპარატი.