ანრი ოხანაშვილი: მარნეულის ინციდენტი არის „ნაცმოძრაობის“ ერთიანი გეგმის ნაწილი და თვითლუსტრაცია

„დღეს ხელისუფლებაშია გუნდი, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს დესტაბილიზაციას, ამის გახორციელების რაოდენ დიდი სურვილიც  უნდა ჰქონდეთ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

დეპუტატს მიაჩნია, რომ მარნეულის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თვითლუსტრაციაა.
„ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ეს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, მშვიდ, სამართლიან, თანასწორ ვითარებაში. ამ არჩევნებს დააკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეს იქნება ჩვენი საზოგადოების გამარჯვება. ის, რაც მოხდა მარნეულში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი გეგმის ნაწილი და კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული თვითლუსტრაცია. დაუშვებელია, რომელიმე პარტიამ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენოს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ძალადობა და ჩვენს მხარდამჭერებს  მოვუწოდოთ, რომ დაუშვებელია ძალადობა, სიძულვილის ენის გამოყენება და მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციისგან. “ქართული ოცნების“ გუნდი იცავს პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, ეთიკის წესებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს. ამის საპირისპიროს აკეთებს ,,ნაციონალური მოძრაობა“, ვინაიდან ისინი არიან რადიკალური, კრიმინალური ჯგუფები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები