არჩილ თალაკვაძე: პრემიერის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ გუნდს, ქვეყანას და საზოგადოებას აქვს დასავლეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა

პრემიერ – მინისტრის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და იმ პოლიტიკურ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას მთლიანად აქვს დასავლეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები ბრიუსელში.

“საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად მოთხოვნას, ნატო ეს არის სამხედრო პოლიტიკური ჯგუფი, სამხედრო და თავდაცვის მიმართულებით საქართველო სრულად აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს და ასევე, დემოკრატიის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ნატო-ს ანგარიშებში არის აღიარებული. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და ვქმნით იმ პოლიტიკურ მომენტს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ნატო- ში გაწევრიანების შესახებ. ეს არის მეტი უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის განმტკიცება ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში იცავენ თავისუფლებას და მშვიდობას მსოფლიოში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები