გია ვოლსკი: არ შეიძლება, ვამტკიცოთ, ვინ მოიქნია პირველად ხელი, მაგრამ ფაქტები მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დაპირისპირება არანაირად არ აწყობთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ძალადობა „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის.

მან მედიასთან კომენტარი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა და მხარეებს მოუწოდა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებზე იფიქრონ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის.

„ძალადობის გამო დაზარალდება ქვეყანა. თუ ეს ვინმეს ხელწერა არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, დაფიქრდით ყველანი. საქართველოს უმაღლესი დონის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფება, რომელსაც მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ა.შ. ამ რთულ ვითარებაში საუბარია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. რასაკვირველია, კატეგორიულად არ შეიძლება ვამტკიცოთ, თუ რომელმა პიროვნებამ დააშავა და ვინ მოიქნია პირველად ხელი, მაგრამ ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საზოგადოებას ეს დაპირისპირება არანაირად არ აწყობს, რათა ქვეყანა არ დაზიანდეს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოზე და ჩვენს ინტერესებზე იფიქრონ, როგორც ერთიან ქვეყანაზე და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე“,-აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები