სოსო მანჯავიძე: საქართველოს ტერიტორიების ომით თუ უომრად ჩაბარება არის ფაქტი, რომელიც აშკარა და თვალსაჩინოა

არაა საკმარისი ამის შესახებ გადაცემების ჩაწერა, საჭიროა დამნაშავეების დ ა ჭ ე რ ა მკვლელს არ ასვენებს ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის ადგილზე მიყავს უნებურად, ისე ვერ ისვენებენ და კვლავ ქვემო ქართლს უჩიჩხინებენ, რომ დავით-გარეჯთან დაკავშირებული დანაშაული გადაფარონ და ახალ უბედურებაში გახვიონ ქვეყანა,- ამის შესახებ ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ომით თუ უომრად ჩაბარება არის ფაქტი, რომელიც აშკარა და თვალსაჩინოა.

არაა საკმარისი ამის შესახებ გადაცემების ჩაწერა, საჭიროა დამნაშავეების დაჭერა ,,ერთი რამ უნდა ვთქვა ამ გადაგვარებული სექტის და შეურაცხადი სექტანტების შესახებ. საქართველოს ტერიტორიების ომით თუ უომრად ჩაბარება არის ფაქტი, რომელიც აშკარა და თვალსაჩინოა. აშკარა და თვალსაჩინო ფაქტის უარყოფა მხოლოდ ბრმას და დემაგოგს შეუძლია. ამიტომ მათ აზრს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არაა საკმარისი ამის შესახებ გადაცემების ჩაწერა. არაა საკმარისი ასევე ახალი მამხილებელი წერილების დაწერა. საჭიროა დამნაშავეების დ ა ჭ ე რ ა. ამის გარეშე ამათ არ მოასვენებს საკუთარი დანაშაულის მხილების შიში. ალბათ ხედავთ, როგორც მკვლელს არ ასვენებს ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის ადგილზე მიყავს უნებურად, ისე ვერ ისვენებენ და კვლავ ქვემო ქართლს უჩიჩხინებენ, რომ დავით-გარეჯთან დაკავშირებული დანაშაული გადაფარონ და ახალ უბედურებაში გახვიონ ქვეყანა. ისე, ამ პატარა ქვეყნისათვის ერთი მეხუთე კოლონაც პრობლემა იქნებოდა, ჩვენ კი ერთი კი არა , ხუთი მეხუთე კოლონა გვყავს და ყველას საარჩევნო ნომერი არ არის 5″,- წერს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები