ვლადიმერ ბოჟაძე: აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ როგორ იტყვიან ,,გაქცეული პრეზიდენტისგან” არაფერია გასაკვირი და ყველაფერი მოსალოდნელია

როგორც ჩანს ,,გაქცეული პრეზიდენტის” წამოცდენა დავით გარეჯის და 70-80 მილიონის თემაზე, მალე აღიარების სერიის გაგრძელებაში გადაიზრდება,- წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, ამის ნიშნები აშკარად ჩანს ,,თავისუფალი” და პარტიული ტელევიზიების ფლაგმანის ,,მთავარი არხის” სიუჟეტებში, ნიკა გვარამიას და ყოფილი ჩინოსნების განცხადებებში.

,, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძალიან სახიფათო და ამავდროულად ძალიან სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩანს კვალის დაფარვას და აზერბაიჯანისთვის კოჭის გაგორებას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ როგორ იტყვიან ,,გაქცეული პრეზიდენტისგან” არაფერია გასაკვირი და ყველაფერი მოსალოდნელია”,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები