სომხეთის პრეზიდენტმა არაბული სამყაროს რამდენიმე ლიდერს მიმართა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა ყარაბაღში ვითარების ესკალაციის გამო ეგვიპტელ კოლეგა აბდელ ფათაჰ ას-სისისა და იორდანიის მეფეს, აბდალა II იბნ ალ-ჰუსეინს წერილობით მიმართა.

ეგვიპტელი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში სარქსიანი ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გვარდებოდეს, “მას სამხედრო გადაწყვეტილება ვერ ექნება. ამას ადრეც ვამტკიცებდით, და მომავალშიც დავამტკიცებთ”.

მან ფათაჰ ას-სისის მოუწოდა, საკუთარი კავშირები და ავტორიტეტი სისხლისღვრის შესაჩერებლად გამოიყენოს.

ანალოგიური შინაარსის წერილი გაიგზავნა იორდანიის მეფისთვისაც, ასევე, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი თავს არცახს ​დაესხა და სამიზნედ სამოქალაქო მოსახლეობა აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები