„ნიკა მელია ,,მოძველბიჭო ელემენტებთან,, თანამშრომლობს“ – ლიკა გამრეკელი

საზოგადოებრივი მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ დამფუძნებლების, ლიკა გამრეკელისა და შაკო კუჭაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია „მოძველბიჭო ელემენტებთან“ თანამშრომლობს, რომლებიც მის წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. აღნიშნულთან დაკავშირებით გამრეკელმა და კუჭაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.

„გუშინ გლდანულას პარკში დროშებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. თურმე, სკვერში რატომ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დროშები. მე ავხსნი ძალიან მარტივად: სკვერში „ქართული ოცნების“ დროშები უნდა იყოს იმიტომ, რომ ის დღეს ხელისუფლებაშია და სკვერიც ამ ხელისუფლების პირობებშია გაკეთებული. წინა ხელისუფლების პირობებში იქ გველები დასრიალებდნენ. 16 – 17 წლის ბავშვები მოცვივდნენ და ცდილობდნენ, ძალადობრივი მეთოდებით ჩამოეხიათ სახელმწფიო საკუთრებაზე არსებული დროშები. ბოძიდან დროშის ჩამოხევა როდიდან გახდა გამოხატვის თავისუფლება?
რა მოხდა, რეალურად: პატარა ბავშვები ნიკა მელიამ გამოაგზავნა. მოვიდნენ იმისათვის, რომ ჩხუბი დაეწყოთ, შეურაცხმყოფელი სიტყვები ეძახებინათ, რომ მერე, იქნებ, ვინმეს ჩვენგან ხელი მაინც დაერტყა, რომ შემდეგ ამაზე ნიკა მელიას თავისი პიარკამპანია აეგო. ეს ყველაფერი აგონიის ნაწილია. ბატონი ნიკანორი კარგად ხედავს, რომ ლევან კობიაშვილი არჩევნებს დიდი უპირატესობით იგებს. მელია პატარა ბავშვებს აგინებდა, ამის თვითმხილველები ჩაგვეწერნენ წინა დღეს გლდანულაში, სკვერში, სადაც ნიკანორმა დააბრალა გლდანის მაცხოვრებლებს, რომ ვითომ ვიღაცამ ქვა ესროლა, რაც ასე არ იყო.
რაც შეეხება გუშინდელ პირდაპიე ეთერს, სადაც ნიკა მელიამ ამომრჩევლებს დააბრალა, რომ ისინი არიან

,,მოძველბიჭო ელემენტები,, რომლებიც თურმე სუს-თან არიან გარიგებაში. ჩვენ ხელთ გვაქვს ფოტოები, სადაც ბატონი ნიკანორი ზის 3 ახალგაზრდასთან ერთად. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მელიას წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს სამი ადამიანი ლევან კობიაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოვარდა, უნდოდათ, ჩხუბი გამოეწვიათ. ძალიან უცნაურად აცვიათ ხოლმე, ყველას თეთრი პერანგები, ეტყობა იმიტომ, რომ ჩხუბის დროს ერთმანეთი იცნონ. ამ სამი ადამიანიდან ორი ნასამართლევია: ჯაბა ზარასპაშვილი და ირაკლი ეძგვერაძე. მე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ირაკლი ეძგვერაძეზე, „ჭყიპინაზე“, რომელიც გლდანში “მოძველბიჭო ელემენტია’. მეცინება, რადგან შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი შეწყალებაზე, ,,ძველბიჭობასთან,, ასოცირდებოდეს. „ჭყიპინა“ 2012 წელს დაჭრაზე დააკავეს, ის, დაახლოებით, 8 თვეში სააკაშვილმა გამოუშვა შეწყალებით. ამის სანაცვლოდ „ჭყიპინა“ ძალიან ერთგული, ფინია ლეკვივით დაჰყვება ნიკანორ მელიას და ცდილობს, თავისივე უბანში ძალადობრივი ქმედებები განახორციელოს“, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები