ალი ბაბაევი – მარნეულის მოვლენებზე: ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ბაბაევი აცხადებს, რომ გუშინ მომხდარი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველდღე ეკარგება რეიტინგი. ქვემო ქართლში დაპირისპირებების ინიციატორი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხოლმე. ისინი აგებენ არჩევნებს და მათი მთავარი მიზანია დაშინება, ზონდერბრიგადების მუშაობა, ხმების მისაღებად ფულით მოსყიდვები. ეს ხდება გარდაბანში, მარნეულში, სადაც ხელისუფლების კანდიდატი – ზაურ დარგალი ყველანაირი უპირატესობით უგებს დანარჩენებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დესტაბილიზაცია და დაპირისპირება იყოს. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვითარება მიიყვანა იმ დონემდე, რომ ორ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო“, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები