ირაკლი სესიაშვილი – დავით გარეჯზე: ​აზერბაიჯანთან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს, მიზანი ერთმანეთისთვის ტერიტორიების წართმევა არ არის

“აზერბაიჯანთან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს, მიზანი ერთმანეთისთვის ტერიტორიების წართმევა არ არის”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მიზანი სიმართლის დადგენაა.

“ყველა შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოხდა. ამიტომ, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოებს გაუჩნდა კითხვა,  ხომ არ იყო რაიმე მიზანმიმართული ქმედებები სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. არსებობს რუკა, რომლითაც დასტურდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ამ რუკის არც მოძიება მომხდარა და რიგ შემთხვევებში ეს რუკები დაკარგულია, დამალულია თუ სურვილი არ ჰქონდათ ეს რუკა გამოეყენებინათ, ესეც ეჭვებს აჩენს. ​აზერბაიჯანთან ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს, მიზანია არა ი, რომ ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ, არამედ მიზანია,  სამართლიანად დადგინდეს ის, რაც შეთანხმებაში იქნა მიღწეული”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები