გია ვოლსკი: დავით გარეჯის საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება.

მისივე თქმით, საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება და აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ის ინფორმაციაა ჩვენთვის ცნობილი, რაც გაცხადებულია პროკურატურის მიერ. წინასწარი მონაცემებით, იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები. მაგრამ ჩემი მოსაზრება და ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები