მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი, თბილისს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს.
მისივე თქმით, 326 ახალი შემთხვევიდან 235 სწორედ აჭარის რეგიონს უკავშირდება.
“ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 235 არის აჭარა, იმერეთი 38, თბილისი 30, სამეგრელო-ზემო სვანეთი 14 ახალი შემთხვევა, გურიაში 6, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში არის თითო ახალი შემთხვევა”,- განაცხადა ენდელაძემ.