ამირან სალუქვაძე: წლებია, ამის შესახებ ვწერ, რომ საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციეს, მადლობა “იმედს” ვრცელი სიუჟეტისთვის

“როგორც იქნა, მადლობა იმედს, გაკეთდა ვრცელი სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებენ ტელევიზიები კრიმინალს ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის”, – ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ტელეკომპანია “იმედის“ მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტს “კრიმინალის ეფექტი“ ეხმიანება.

ანალიტიკოსი მიესალმება ამ თემაზე სიუჟეტის გაკეთებას.

“სახელიც დაერქვა, “ფსიქოლოგიური ტერორიზმი”. მე “საინფორმაციო ტერორიზმს” ვეძახი, რადგან ფსიქოლოგიური ზემოქმედება მხოლოდ ნაწილია. წლებია, ამის შესახებ ვწერ, რომ საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციეს. სიუჟეტი მეტი ფაქტობრივი მასალითა და ნაკლები პოლიტიკური შეფასებით აჯობებდა, თუმცა, კარგია, რომ გაკეთდა. ვისაც გაგება სურს, გაიგებს. ამ თემას ხშირად დავუბრუნდები კონკრეტული რიცხვებით, სტატისტიკიდან, როგორც მანამდე ვაქვეყნებდი”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები