აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის არმიაში 2300 დაჭრილი და დაღუპულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან მოწინააღმდეგის რიგებში 2300 დაჭრილი და დაღუპული სამხედროა.

ასევე, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა; 200-ზე მეტი საარტილერიო, საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ტყვიამრქვევი; ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 25-მდე ერთეული; იარაღისა და საბრძოლო მასალების 5 საწყობი; 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, ასევე, საავტომობილო ტექნიკის 55 ერთეული.

ასევე, გუშინ ხოჯავენდის რაიონში მწყობრიდან იქნა გამოყვანილი მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300.

ამჟამად, სამხედრო ოპერაციები ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები