ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, უგონო მდგომარეობაში არცერთი პაციენტი არ ყოფილა.

“პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან.

ხოლო რაც შეეხება მესამე პაციენტს ის უკვე გაეწერა”, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები