გიორგი გახარია ევროკომისარ იოჰანსონთან შეხვედრაზე – საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა

Giorgi Gakharia and Ylva Johansson

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა, სადაც საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხო და აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ქვეყნის მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს აძლევს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის იმპლემენტაციის მიმართულებით, კერძოდ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც ქვეყნიდან გასვლის პროცედურებს არეგულირებს. პოზიტიურად შეფასდა თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, როგორებიცაა – EUROPOL-ი და Frontex-ი, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული წარმატებული საკანონმდებლო ინიციატივების მიმღების საფუძველი გახდა.

ამასთან, საუბარი შეეხო თანამშრომლობის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ცირკულარული მიგრაცია და საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში.

დადებითად შეფასდა საქართველოს მხრიდან ევროპულ დედაქალაქებში პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და აღინიშნა, რომ ეს ევროკავშირისა და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის კარგი საფუძველია.

მხარეებმა ყველა ძირითადი მიმართულებით, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ახლახან, ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზანიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერაა. ევროკომისარმა პოზიტიურად შეაფასა განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ამ გზაზე საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები