სომხეთის ინფორმაციას, თითქოს, თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო სომხეთის თვითმფრინავი, აზერბაიჯანი და თურქეთი უარყოფენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქულმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო სომხეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი – Su-25.

სომხური მედიის ინფორმაციით, SU-25-ის პილოტი გარდაიცვალა. სომხური მხარე ირწმუნება, რომ თურქი გამანადგურებელი აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში დაფრინავდა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ინფორმაცია ჩამოგდებული სომხური გამანადგურებლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

“სომხეთის არმიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირდებით გაკეთებული განცხადება სომხეთის სამხედრო პროპაგანდისტული მანქანის კიდევ ერთი ფანტაზიაა”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, სომხეთის ინფორმაციას თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებითყ. თურქეთიც უარყოფს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, ფაჰრეტინ ალტუნმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ განცხადებები ”სრულიად არასწორია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები