სომხეთის პრემიერი: აზერბაიჯანი, თურქეთის წახალისებითა და სამხედრო მხარდაჭერით, აფართოებს საომარი მოქმედებების მასშტაბს

“აზერბაიჯანი, თურქეთის წახალისებით, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით, აფართოებს საომარი მოქმედებების გეოგრაფიულ მასშტაბს სომხეთის ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადებაშია აღნიშნული.

“აზერბაიჯანი, თურქეთის აქტიური წახალისებით, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით, აფართოებს საომარი მოქმედებების გეოგრაფიულ მასშტაბს სომხეთის ტერიტორიაზე. სომხეთი და არწახი ადეკვატურ სამხედრო-პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანის მცდელობებს შეარყიონ რეგიონალური უსაფრთხოება და მშვიდობა”, – ნათქვამია სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები