სამხრეთ კორეა პუტინს პირობას უყენებს, სტუმრობამდე აიცრას კორონავირუსის რუსული ვაქცინით
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მზაობა გამოთქვა, სამხრეთ კორეაში ვიზიტის წინ, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრას.
ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პუტინმა კოლეგა მუნ ჩჟე ინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მზად არის, ქვეყანას ესტუმროს მას შემდეგ, რაც რუსული ვაქცინით აიცრება.
პუტინის ვიზიტის ვადა სამხრეთ კორეაში, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, ვიზიტი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე შედგება.