ჩავუშოღლუ: თურქეთი მზად არის, აზერბაიჯანს მხარი დაუჭიროს როგორც მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ისე – ბრძოლის ველზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა მზად არის, ბაქოს დახმარება აღმოუჩინოს როგორც მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ისე – ბრძოლის ველზე.

ამის შესახებ დიპლომატმა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოში ვიზიტის დროს განაცხადა.

თურქეთის დიპლომატიის ლიდერის თქმით, საელჩოში აზერბაიჯანელ ხალხთან სოლიდარობის ნიშნად მივიდა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის სამართლიან ბრძოლას აწარმოებს.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის სამხედრო ძალების გაყვანაა.

“თურქეთი აზერბაიჯანს მთლიანად უჭერს მხარს. დადგა დრო, სომხეთის ოკუპაციის საკითხი ძირფესვიანად მოგვარდეს”, – თქვა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები