კახა კუჭავა: ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა ნამდვილად უნდა იამაყოს
პარლამენტის ვიცესპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა უნდა იამაყოს.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საქართველო, როგორც არასდროს, ისე ახლოს არის ევროპასთან და, როგორც არასდროს, ისეთი ძლიერია სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა.
„ფაქტი ერთია, ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე – თითოეულმა ადამიანმა. როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ ევროპასთან. როგორც არასდროს, ისეთი ძლიერია ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ კონკრეტული საუბრები ან განცხადებები, არამედ – კონკრეტული ქმედებები.
ამის ფონზე, ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების მხრიდან (მათ ვითომ ევროპელებს დავარქმევდი) გაკეთებული განცხადებები, აღიარებები თუ მონანიებები ნაკლებად თუ მძიმე შეცდომების, პირველ რიგში მიუთითებს იმას, რამდენად ფასადური იყო მათი ერთგულება ევროპის მიმართ. დღეს სრული ლუსტრაცია ხდება მათი კომენტარებიდან, თუ რას წარმოადგენენ, კარგად ვხედავთ, თუ რას აპირებენ და როგორია მათი დაპირებები იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ“, – განაცხადა კუჭავამ.