კორონავირუსით საჩხერეში გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის იყო

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.

70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს. მამაკაცს, პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები