სოზარ სუბარი: 2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება

„2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა, სოზარ სუბარმა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას მოსახლეობამ, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.

სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დღემდე მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით 1 სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა.

„ამ ეტაპზე, 3 სკვერისა და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები