მთიან ყარაბაღთან ომი გრძელდება – აზერბაიჯანმა მოწინააღმდეგის მოტომსროლელთა რაზმი გაანადგურა, დაღუპულია სომხეთის არმიის პოლკოვნიკი

“აზერბაიჯანულმა არმიამ ხოჯავენდის რაიონში სომხეთის მე-3 მოტომსროლელი რაზმი გაანადგურა”, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარგიახლიმ.

მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა როგორც ტექნიკის, ისე – ცოცხალი ძალის მხრივ. დარგიახლიმ ასევე თქვა, რომ სომხეთის სამხედრო ძალებმა დაღუპულთა და დაშავებულთა ევაკუირებისთვის სატრანსპორტო საშუალებები მოითხოვეს.

ამას გარდა, ბაქოს ინფორმაციით, ხოჯავენდის მიმართულებით, აზერბაიჯანის ქვედანაყოფებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – “ურაგანი” გაანადგურეს.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების წერტილში საომარი მოქმედებები დაიწყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში 28 სექტემბრის 00:00 საათიდან სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყნის დიდი ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები