ჩინეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ჩინეთის მთავრობა მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ არსებული სიტუაციის დეესკალაცია მთიან ყარაბაღში და უთანხმოებები დიალოგის გზით მოაგვარონ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ვანგ ვენბინმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩინეთს მიაჩნია, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ყველა მხარის ინტერესებში შედის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ დაინტერესებული მხარეები გამოიჩენენ თავშეკავებას და მიიღებენ ზომებს შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური დიალოგის საშუალებით შეძლებენ”, – განაცხადა სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები