მედია: ტრამპი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე შვილის კანდიდატურას განიხილავდა, რაზეც ივანკამ უარი თქვა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნების წინ შვილის, ივანკას ქვეყნის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა უნდოდა.

ამის შესახებ Bloomberg-ი ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელზე, რიკ გეიტსის წიგნზე დაყრდნობით წერს.

გეიტსის წიგნი სახელწოდებით – “ბინძური თამაში”: ინსაიდერის მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ გაიმარჯვა ტრამპმა, მიულერი ჩავარდა და ამერიკამ წააგო”. წიგნი 13 ოქტომბერს გამოდის.

რიკ გეიტსი იხსენებს, რომ ვიცეპრეზიდენტის კანდიდატურის განხილვის დროს, რომელსაც ივანკას მეუღლე – ჯარედ კუშნერი და ტრამპის დანარჩენი შვილები ესწრებოდნენ, ტრამპმა თქვა – “ვფიქრობ, ეს ივანკა უნდა უნდა იყოს. როგორ მოგწონთ აზრი, რომ ჩემი ვიცეპრეზიდენტი ივანკა იყოს?” სიჩუმე იყო”, – წერს გეიტსი.

ამასთან, მისივე თქმით, თავად ივანკა ასეთი წინადადების გამო გაოგნებული იყო, ტრამპი კი აგრძელებდა:”ის კაშკაშაა, ჭკვიანი, ლამაზი, ხალხს ის შეუყვარდება!”.

გარდა ამისა, გეიტსის თქმით, თურმე, საზოგადოებრივი გამოკითხვაც ჩატარდა, რომელშიც 11 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, შედეგი კი ძალიან მაღალი არ იყო, თუმცა, იმაზე მაღალი, ვიდრე ელოდნენ, რამაც საკითხის განხილვას სერიოზულობა შემატა.

ყველაფერს წერტილი ივანკამ დაუსვა, რომელიც მამასთან მივიდა და უთხრა – “ეს არც ისე კარგი იდეაა”, ამის შემდეგ ტრამპმა იდეაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები