სომხეთის არმიის დანაკარგი 28 პირით გაიზარდა – სულ 59 სამხედროა დაღუპული

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებას კიდევ 28 სამხედრო ემსხვერპლა.

ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღინიშნება, რომ 27 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებას 31 სამხედრომოსამსახურე შეეწირა. ორი დღის სტატისტიკით, არცხის არმიამ 50 სამხედრო დაკარგა.

გარდა ამისა, 200 პირი დაშავებულია, ასევე, ორი სამოქალაქო პირი – ბებია და შვილიშვილია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები